LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საერთაშორისო გამოფენაზე „The China Food & Drinks Fair“ ქართული ღვინო იყო წარმოდგენილი

110
ქართული ღვინო

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ჩენგდუში ღვინისა და საკვების საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ღვინის მწარმოებელი 23 კომპანია იყო წარმოდგენილი.

სამდღიანი გამოფენის ფარგლებში, ქართული ღვინის კომპანიების წარმომადგენლებმა  პარტნიორებთან და პოტენციურ იმპორტიორებთან შეხვედრები გამართეს.

„The China Food & Drinks Fair“ 1955 წლიდან ტარდება და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოფენაა, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ყოველწლიურად ათასობით ღვინის მწარმოებელი და მილიონამდე ვიზიტორი ესწრება.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, 2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g