LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ გაიმართება

933
ფესტივალი

რიგით  31-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ 17 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. ფესტივალი ეძღვნება თბილისის სიმფონიური ორკესტრის 30 წლისთავს.

ყოველწლიური ფესტივალი წელსაც გააერთიანებს სხვადასხვა ჟანრის მოყვარულ მსმენელს და 7 კონცერტით იქნება წარმოდგენილი.

ფესტივალში ქართველი მუსიკოსების გარდა მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები   რომლებიც თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეხვდებიან ქართველ მსმენელს.

ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ დაფუძნდა 1993 ჯ.კახიძის  თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის, თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და ქალაქ თბილისის მერიის მიერ. ფესტივალის სულის ჩამდგმელი გახლდათ მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი დირიჟორი ჯანსუღ კახიძე.

წლების განმავლობაში ფესტივალის კლასიკური ნაწილი ყოველთვის გამოირჩევა სხვადასხვა ჟანრისა და სტილის მუსიკალური შედევრების სიმრავლით.

ფესტივალის არსებობა ხელს უწყობს საქართველოში მსოფლიო მუსიკალური კულტურის სხვადასხვა ჟანრების პროპაგანდასა  და პოპულარიზაციას,განსაკუთრებით კი სიმფონიური მუსიკის პოპულარიზაციას და თბილისის სიმფონიური ორკესტრის შემოქმედების წარმოჩენას.მუსიკას.  ფესტივალი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თანამედროვე ქართველი კომპოზიტორების შემოქმედებისა და ქართული ტრადიციული მუსიკის წარმოჩინებას.

ფესტივალის დამფუძნებელი და მუდმივი პარტნიორია ქ.თბილისის  მერია;
პარტნიორები: რადიო ჰოლდინგი “ფორტუნა”, რესტორანი “თბილისური მუხამბაზი” და სასტუმრო “სითი ჰოტელს”

კონცერტების დასაწყისი 19:30სთ

31-  საერთაშოროსო მუსიკალური ფესტივალი  ,,შემოდგომის თბილისი

პროგრამა:

17 სექტემბერი

 სიმფონიური მუსიკის კონცერტი

თბილისის სიმფონიური ორკესტრი

სოლისტი – ვადიმ რეპინი

დირიჟორი- ვახტანგ კახიძე

პროგრამა:

დ. შოსტაკოვიჩი – საზეიმო უვერტურა

დ. შოსტაკოვიჩი – სავიოლინო კონცერტი N1

ვ.კახიძე – სიმფონიური სუიტა ბალეტიდან „ამორძალები“

 

23 სექტემბერი               

 სიმფონიური მუსიკის კონცერტი

თბილისის სიმფონიური ორკესტრი

სოლისტი – დომენიკო ნორდიო

დირიჟორი- ვახტანგ კახიძე

პროგრამა:

ჰ. ბერლიოზი – რაკოცი მარში

კ. სენ-სანსი – სავიოლინო კონცერტი N3

ჰ. ბერლიოზი – ფანტასტიკური სიმფონია

 

 

27 სექტემბერი

 საგუნდო მუსიკის კონცერტი

სახელმწიფო გუნდი „ლატვია“

ქორმაისტერი – იანის სირმაისი

პროგრამა:

ლატვიური საგუნდო მუსიკა

 

28 სექტემბერი

 სიმფონიური მუსიკის კონცერტი

თბილისის სიმფონიური ორკესტრი

სახელმწიფო გუნდი „ლატვია“

საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა

სოლისტები – სოფიო გორდელაძე, ნანა ძიძიგური,

შალვა მუქერია, გიორგი ჭელიძე

დირიჟორი – ვახტანგ კახიძე

პროგრამა:

ლ. ვ. ბეთჰოვენი – სიმფონია N9

 

 

7 ოქტომბერი

საოპერო მუსიკის კონცერტი

თბილისის სიმფონიური ორკესტ

საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა

სოლისტები – იანო ალიბეგაშვილი, ქეთევან ქემოკლიძე, გიორგი ონიანი,

ლევან ტაბატაძე, რამაზ ჩიკვილაძე, გიორგი ჭელიძე,

ალექსანდრე თიბელიშვილი

რეჟისორი – დავით საყვარელიძე,

დირიჟორი – ვახტანგ კახიძე

პროგრამა:

ჯ ვერდი – ოპერა „აიდა“ (საკონცერტო შესრულება)

 

12 ოქტომბერი

სიმფონიური მუსიკის კონცერტი

თბილისის სიმფონიური ორკესტრი

სოლისტი – ნელსონ გოერნერი

დირიჟორი- ვახტანგ კახიძე

პროგრამა:

ს. რახმანინოვი – საფორტეპიანო კონცერტი N3

ს. რახმანინოვი – სიმფონია N2

 

21 ოქტომბერი

 საგუნდო-სიმფონიური მუსიკის კონცერტი

თბილისის სიმფონიური ორკესტრი

საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა

სოლისტები:

გაბრიელ ჩომახაშვილი, სალომე კვალიაშვილი, ქეთევან  ქართველიშვილი,

ანა უსტიაშვილი, სალომე მაკარიძე, გედევან ჯინჭარაძე, მიხეილ ჯავახიშვილი, ბადრი ჩიხიაშვილი, ლუკა წიკლაური, გიორგი ნატროშვილი, მერაბ სამყურაშვილი

დირიჟორი – ვახტანგ კახიძე

პროგრამა:

ვ. კახიძე – „რეკვიემი“

 

ბილეთები ხელმისაწვდომია როგორც ელექტრონულად: www.biletebi.ge ასევე ჯ.კახიძის მუსიკალური ცენტრის სალაროში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g