LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საერთაშორისო პარტნიორებს აღარ უკითხავთ კვირიკაშვილი რატომ წავიდა, ადრე ასე არ გახლდათ – ბიძინა ივანიშვილი

83

“არავითარი ეჭვი საერთაშორისო პარტნიორებს არ აქვთ ჩემს მიმართ, ამის კარგი მაგალითი იყო ის, რომ როცა პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წავიდა, არავის კითხვა არ დაუსვამს, რატო წავიდა და ვინ იქნება,” – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ.

აი გულახდილად გეუბნებით, ასე არ იყო ადრე, ასე არ გახლდათ. არავითარი კითხვები არ ისმის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიმართაც ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ეს კარგად ჩანს და ყველამ აღიარა, რომ დღეს ის სწორად არის დასჯილი. მე არ ვხმარობ ისეთ სიტყვებს და არავინ ჩვენს გუნდში, რომ მოეხსენიებინათ სააკაშვილი კრიმინალად, რისი უფლებაც გვაქვს. ჩვენი სახელმწიფოს სასამართლომ მას უკვე მიუსაჯა, ჩვენ შეგვიძლია ეს ტერმინი ვიხმაროთ. განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

მისივე თქმით, დღეს მის გამოცდილებას ეჭვების გაქარწყლებაზე აღარ დახარჯავს და მოახმარს იმას, რომ “ვეტიკალი იყოს მკაცრი, სახელმწიფო იგრძნობოდეს კარგად.”