LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოში მუშაობა დაიწყო

107
საერთაშორისო სავალუტო ფონდი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) წესდების IV მუხლის დებულებით გათვალისწინებული კონსულტაციების ფარგლებში, დღეს საქართველოში მუშაობა დაიწყო.

მისიამ, რომელსაც ალეხანდრო ახდენბერგი ხელმძღვანელობს, პირველი შეხვედრა ფინანსთა მინისტრთან ლაშა ხუციშვილთან გამართა.

მიმდინარე მისიის მიზანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის განხილვაა.

ლაშა ხუციშვილმა მისიის წევრებს საქართველოს ეკონომიკაში არსებული ვითარება, 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები და საშუალოვადიანი პერიოდის პროგნოზები გააცნო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g