ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.
2023 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული შემოსავალი რეკორდულია, მან პანდემიამდელ, 2019 წლის მაჩვენებელს 25.9%-ით გადააჭარბა და 3 251 651 900 აშშ დოლარი შეადგინა. 2022 წელთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავალი 29.2%-ითაა გაზრდილი.
რაც შეეხება კონკრეტულად 2023 წლის მესამე კვარტლის მონაცემს, მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 1 447 121 966 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის მესამე კვარტალთან შედარებით 5.3%-იანი ზრდაა.