კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მეტრულ ტალღათა (FM) დიაპაზონებში კერძო (საერთო) და სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსები გამოაცხადა.
კერძო (საერთო) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა შემდეგი კომპანიების განაცხადების შესაბამისად:
შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნა“- სოფელი იგოეთი, (კასპის მუნიციპალიტეტი) 90.5 მჰც;
შპს „მედია ჯგუფი“ – ქ. ახალქალაქი, 106.2 მჰც;
შპს „დრონი.ჯი“ – ქ. ბოლნისი, 92.4 მჰც;
შპს „მედია ჯგუფი“- ქ. ზუგდიდი, 96.3 მჰც;
შპს „მომხმარებელთა საყურადღებოდ“ – შპს „ახალი რადიო“, შპს „კომერსანტ.ჯი“ და ფიზიკური პირი დონალდ ერნესტ ჰაუელი – თბილისი, 92.3 მჰც;
შპს „დრონი ჯი“ – ქ. მარნეული, 96.9 მჰც;
ინდ. მეწარმე ზაზა კვეტენაძე – ქ. მარტვილი, 89.3 მჰც;
შპს „დრონი.ჯი“ და სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია“ – ქ. რუსთავი, 97.8 მჰც;
შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიოკომპანია ოდიში“ – ქ. სენაკი, 97.9 მჰც.
რაც შეეხება სათემო რადიომაუწყებლობას, ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსი კომისიამ ორი არაკომერციული იურიდიული პირის განაცხადის შესაბამისად – ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის“ და ა(ა)იპ „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ გამოაცხადა.
როგორც ”ფორტუნას” კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიიდან აცნობეს, ლიცენზიის მაძიებლების განცხადებებს კომისია 7 დეკემბრის 17:00 საათამდე მიიღებს. მოსამზადებელი სხდომა 10 დეკემბერს, 13:00 საათზე ჩატარდება; ზეპირი მოსმენის სხდომა 2016 წლის 12 იანვარს 13:00 საათზე, ხოლო კონკურსი გაიმართება 2016 წლის 15 იანვარს 13:00 საათზე.
კომისიაში აცხადებენ, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ ანალოგური სატელევიზიო მაუწყებლობის არხებით დაკავებული მეტრული დიაპაზონის სიხშირული ზოლების ნაწილი გამოთავისუფლდა და შესაძლებელი გახდა ამ რესურსის გამოყენება.