ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში ხშირად ამახვილებს ყურადღებას სამედიცინო მითებზე, რომელიც საზოგადოების ნაწილში დღემდე პოპულარულია.
„ხალხი მარტივად შედის შეცდომაში, ინტერნეტი სავსეა გადაჭარბებული დაპირებებით როგორიცაა – წურბელები „იწოვს ტოქსინებს“ ან „ასუფთავებს სისხლს…“: სისხლძარღვთა ქირურგი ვიდეომიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას აფრთხილებს
ამის შესახებ სოციალურ ქსელში სისხლძარღვთა ქირურგი, ლაშა სუხაშვილი წერს და ვიდეომიმართვას ავრცელებს.
სპეციალისტი ამბობს, რომ არსებობენ ადამიანები, რომელთაც ამ მითების დღემდე სჯერავთ.
ინფექციონისტს მაგალითად მოჰყავს ე.წ-ლი „წურბელებით მკურნალობის“ მეთოდი:
„სამედიცინო მითებზე როცა ვწერ, აღშფოთებული ადამიანების კომენტარები აჩვენებს, რომ ადამიანების ნაწილს ამ მითების იმდენად სჯერა, რომ მათი გადარწმუნება შეუძლებელია. ამ მითებს აღვივებენ და ხელს უწყობენ ისინი, რომლებიც ამ მითებს ანგარებით იყენებენ და სხვებს ატყუებენ. ის სხვები კი მორჩილად ატყუებინებენ თავს და რჩევის მიღება არ უნდათ. მაგრამ საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ, როცა ხალხი ჯერ კიდევ წურბელებით მკურნალობს სხვადასხვა დაავადებას? ახლა წურბელების ბიზნესის წარმომადგენლები შემაჩვენებენ“ – წერს მაია ბუწაშვილი.
სამედიცინო მითებზე როცა ვწერ, აღშფოთებული ადამიანების კომენტარები აჩვენებს, რომ ადამიანების ნაწილს ამ მითების იმდენად…
Posted by Maia Butsashvili on სამშაბათი, 21 აპრილი, 2026
