LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფეხმავლო ბილიკი, გარე განათების სისტემები, დასასვენებელი სკამები და შადრევანი – სპორტის სასახლესთან რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

67
Untitled design

თბილისში, საბურთალოს რაიონში, ადგილმონაცვლეობის შედეგად, რეკრეაციული სივრცე მოეწყობა.

ამის შესახებ თბილისის მერმა დღეს, მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ 1 700 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის მონაცვლეობა სპორტის სასახლის მიმდებარედ განხორციელდა:

„დედაქალაქში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა ჩვენთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა, მათ შორის, არსებულის განახლება და მოწესრიგება. ჩვენ არაერთი პროექტი განვახორციელეთ. იცით, სპორტის სასახლის ტერიტორია როგორ არასწორად არის განაშენიანებული, რა პრობლემებია, პირველ რიგში, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის. არასწორი ურბანული განვითარების შედეგად, რეკრეაციული სივრცეების ნაკლებობაა.

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, სადაც შესაძლებელია, პატარა სკვერების მოსაწყობად სივრცეები გამოინახოს. ბოლო წლების განმავლობაში, საბურთალოს რაიონის გამგეობამ ოთხი ასეთი პროექტი განახორციელა.

ამჯერად, თბილისის მერიამ რესტორნების ქსელ „მაკდონალდსის“ მიმდებარედ, 1 700 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის მონაცვლეობა განახორციელა, რომელიც კერძო საკუთრებაში იყო. მოლაპარაკებების შედეგად, ტერიტორია მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა და კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა.

ყველაფერი გაკეთდება, რომ ადგილობრივ მცხოვრებლებს განტვირთვის და დასვენების საშუალება ჰქონდეთ. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება, დაახლოებით, 250 000 ლარს შეადგენს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

 

 

კახა კალაძის განმარტებით, ტერიტორიაზე აღდგება პირვანდელი გეგმარება – მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განთავსდება დასასვენებელი სკამები, ურნები და სასმელი წყლის შადრევანი. ასევე, კალაძის თქმით, ჩატარდება გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება, დაითესება ბალახი და დამატებით დაირგვება მწვანე ნარგავები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები