საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2023 წელს საქართველოში საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების დეკლარირებულმა შემოსავლებმა 10.5 მლრდ ლარი შეადგინა.
შემოსავლის უდიდეს ნაწილს (75.7%) საპროცენტო და მასთან გათანაბრებული შემოსავლები შეადგენს, 12.4% მოდის საკომისიო შემოსავლებზე, ხოლო 11.9% სხვა სახის შემოსავლებზე ნაწილდება.
2023 წელს საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 41.9 ათასს შეადგენდა, რომელთაგან 64% ქალი იყო.