LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საგადასახადო კოდექსში ცვლილებას მხარი დაუჭირა

111
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, საგადასახადო კოდექსში ცვლილება განიხილა, რომელიც ფიზიკური პირებისთვის დარიცხული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას და ცალკეულ ოპერაციებზე დროებითი საგადასახადო შეღავათების დაწესებას ითვალისწინებს.

კანონპროექტის თანახმად, ფიზიკურ პირებს 2021 წლის 1 იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანება და შესაბამისი საურავი ჩამოეწერებათ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ფიზიკურ პირებში იგულისხმება: ფიზიკური პირი, რომელმაც შესაძლოა ქონების გადასახადი ვერ გადაიხადა, ინდივიდუალური მეწარმე, მცირე მეწარმე და მიკრო მეწარმე. მისი თქმით, ცვლილება გადასახადის გადამხდელ 145 842 ფიზიკურ პირს შეეხება და ჩამოსაწერი თანხა 591 458 571 ლარს შეადგენს.

კანონპროექტის თანახმად, ასევე წესდება საგადასახადო შეღავათები შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1 იანვრამდე განხორციელდება. კერძოდ, შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების, საშემოსავლო და ქონების გადასახადებისგან, ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახადებისგან.