LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს ეროვნული ბანკის 2023 წლის წლიური ანგარიში მოისმინა

115
ნათია თურნავა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის 2023 წლის წლიური ანგარიში მოისმინეს.

​ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას განცხადებით, წლიური ანგარიში „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” ორგანული კანონის შესაბამისადაა მომზადებული.

„საქართველოს ეროვნული ბანკის 2023 წლის წლიური ანგარიში მოიცავს, როგორც ინფლაციის პროგნოზს, ისე ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს არსებული მიკროეკონომიკური ვითარების მიმოხილვასა და იმ მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტს, რომელსაც ეროვნული ბანკი იყენებს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

​ნათია თურნავამ ეროვნული ბანკის მიერ ფინანსური სისტემის სტაბილურობის შენარჩუნებისა და გამჭვირვალობისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე, ასევე, ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებებზე ისაუბრა.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ მომხსენებელმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.