LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთის ჩრდილოეთში მოგზაურობა მხოლოდ 1 ევროდაა შესაძლებელი

130
thumb_1024x663_opal-coast-11zon

ფრანგული რეგიონის ილ-დე-ფრანსის მოვლა მხოლოდ ერთ ევროდაა შესაძლებელი. სწორედ ასეთი ფასი დაადო რკინიგზის რეგიონულმა კომპანია Ter Hauts-de-France-მა მატარებლის ბილეთებს.

ინიციატივის დამსახურებით ქვეყანას სურს, რომ ადგილობრივებსა თუ ტურისტებს ტრანსპორტის უფრო ეკოლოგიური სახეობის არჩევის სტიმული მისცეს და თვითმფრინავისა და ავტომობილის ნაცვლად რკინიგზით გადაადგილდეს.

შეთავაზება 27 აგვისტომდე იმოქმედებს.

ილ-დე-ფრანსის რეგიონი პარიზის ჩრდილოეთში, ბელგიის საზღვართან მდებარეობს. ულამაზესი სანაპიროების და ლანდშაფტების დამსახურებით დანიშნულებას შვებულების გასატარებლად ბევრი ადამიანი აკითხავს.

გარდა ამისა, დასახლება საფრანგეთის ყველაზე ხალხმრავალი ადგილიცაა და იქ დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g