საფრანგეთის გზებზე სულ მალე ჩქაროსნული რეჟიმი შეიცვლება. პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, ნაციონალურ მაგისტრალზე თუ დეპარტამენტის გზებზე სიჩქარე 90კმ/სთ-დან 80 კმ/სთ-მდე შემცირდება. ექსპერტთა ინფორმაციით, ქვეყანაში მომხდარი ავარიების უმრავლესობა სწორედ აღნიშნულ ტერიტორიაზე ხდება და სიჩქარის შეზღუდვა ამ პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელი ნაბიჯია.
აღსანიშნავია, რომ მანამ სანამ სიახლე საბოლოოდ დაკანონდება, მას საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტში კიდევ ერთხელ განიხილავენ.