LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში ისეთ საავტომობილო რეკლამებს გამოფენენ, რომელიც მყიდველს მანქანაზე უარის თქმისკენ უბიძგებს

54
francnews

პირველი მარტიდან ფრანგული ავტომწარმოებლები იძულებული გახდებიან, რომ ნებისმიერ რეკლამაზე დაიტანონ წარწერა, სადაც მომხმარებელს ფეხით სიარულს ან საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებას ურჩევენ. ამ წესის დარღვევისთვის ჯარიმა 50 ათასი ევრო იქნება.

წარწერის ფორმა მკაცრად იქნება რეგლამენტირებული. ავტომწარმოებლებმა სამი ვარიანტიდან ერთი უნდა აირჩიონ: „დაფიქრდი, სანამ ავტომობილით წახვალ“, „მოკლე მგზავრობისთვის აირჩიე ველოსიპედი ან ფეხით წადი“ ანდაც „რეგულარული მგზავრობისთვის გამოიყენე საზოგადოებრივი ტრანსპორტი“.

მოთხოვნა ვრცელდება ყველა სახის რეკლამაზე: დაწყებული სატელევიზიო რეკლამით, დამთავრებული ბანერებით ინტერნეტში.

სიახლე – ეკოლოგიური ტრანსპორტს პოპულარიზაციისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია. 2035 წლისთვის საფრანგეთში, ისევე როგორც მთელს ევროპაში ბენზინისა და დიზელის ძრავაზე მომუშავე ავტომობილებს აღარ გაყიდიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები