საფრანგეთის პრეზიდენტის რეზიდენციასთან ახლოს, სროლების შედეგად, დღეს ორი ადამიანი დაჭრეს. როგორც „ფრანსპრესი“ იუწყება, სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, პირველი შეტყობინება გამთენიისას, ადგილობრივი დროით 05:42 საათზე შევიდა. ერთი დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჭრილობა მიიღო პოლიციელმაც, რომელიც ორგანიზებულ დანაშაულთა ქვედანაყოფის თანამშრომელია.
სროლების შესახებ სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება. მიმდინარეობს ინციდენტის მონაწილე პირთა ძებნა.
