LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთმა ტროტუარზე სკუტერით მოძრაობა აკრძალა

111
scuterfrance

საფრანგეთში ტროტუარზე ელექტრო სკუტერები ვეღარ იმოძრავებენ. სიახლის შესახებ ინფორმაცია გამოცემა France24-მა გაავრცელა.

ინიციატივის ავტორი ტრანსპორტის მინისტრი გახდა და ის ადამიანები ვინც ახალ კანონს არ დაემორჩილებიან 151 დოლარით დაჯარიმდებიან. საქმე ისაა, რომ ელექტრო სკუტერი სერიოზული საფრთხის შემცველია და აღნიშნული ტრანსპორტის გამო ფეხით მოსიარულეები არაერთხელ დაზარალებულან.

ამიერიდან ელექტრო სკუტერებს ტროტუარების დატოვება მოუწევთ და მათთვის სამოძრაოდ სპეციალურად გამოყოფილი ზოლი იქნება განკუთვნილი.

აღსანიშნავია, რომ ელექტრო სკუტერებს შეზღუდვები ცოტა ხნის წინ პერუმაც დაუწესა და ეს გადაწყვეტილება ადგილობრივებმა უპრობლემოდ მიიღეს.

პარიზში კი სკუტერები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ქალაქის ადმინისტრაციას დამატებით 2,500 სკუტერის საპარკინგე ადგილის დამატება დასჭირდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები