საფრანგეთის აეროპორტის პარკინგზე ავტომობილებს რობოტები დააყენებენ. უჩვეულო სერვისი კომპანია Stanley Robotics-მა წამოიწყო და პროექტი ჯერ-ჯერობით სატესტო რეჟიმში იმუშავებს.
რობოტიზირებული პარკინგი აეროპორტის სტუმრებს საქმეს ბევრად გაუადვილებს. მგზავრს მოუწევს რომ ავტომობილი სპეციალურ ფარეხში შეიყვანოს და დანარჩენს უკვე რობოტი თავად გააკეთებს. სისტემა ავტომობილს დაასკანერებს და შემდეგ მას ავტოსადგომზე გადაიყვანს.
ექსპერტთა ინფორმაციით, რობოტები გასაჩერებელ ადგილებს ბევრად უფრო სწორად და ეკონომიურად გამოიყენებენ, რაც გადატვირთულობის პრობლემას მოაგვარებს. ამასთან რობოტი იმასაც გამოთვლის, თუ რამდენი ხანში დასჭირდება ავტომობილი მის მფლობელს და ავტოსადგომიდან უკან გამოყვანასაც დროულად უზრუნველყოფს.