LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში ქართველი ვიდეოთამაშების მოპარვის გამო დააკავეს

115
AAAHWht

საქართველოს მოქალაქემ საფრანგეთში, ერთ–ერთი სუპერმარკეტიდან ათობით ვიდეოთამაშები მოიპარა. ამის შესახებ ფრანგული მედია წერს.

„ის არის პროფესიონალი ქურდი, ვიდეოთამაშები ჩანთაში დამალა, რომელსაც ალუმინის ძირი ჰქონდა და სწორედ ამ მეთოდით მოახერხა ნივთების სუპერმარკეტიდან გატანა“ – აცხადებს პროკურორი ფრანსუა დეილი.

მისივე ინფორმაციით, 44 წლის მამაკაცმა აღნიშნული სუპერმარკეტიდან ნივთები 25 და 26 აპრილსაც მოიპარა.

როგორც გაირკვა, საქართველოს მოქალაქემ 2018 წელს მოითხოვა საფრანგეთში თავშესაფარი.

სასამართლომ მამაკაცს სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g