LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში საქართველოს ელჩი გაძარცვეს

87

საფრანგეთში საქართველოს ელჩი, ეკა სირაძე-დელონე, გაძარცვეს. აღნიშნულის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Parisien იუწყება.

ინციდენტი პარასკევს „სტად დე ფრანსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. საქართველოს ელჩის მანქანა საავტომობილო ნაკადიდან გამოდიოდა, როდესაც მას სკუტერით მოძრავი ორი პირი მიუახლოვდა, რომლებმაც მანქანის ფანჯარა ჩაამტვრიეს და ეკა სირაძე-დელონეს დიპლომატიური ჩანთა გაიტაცეს.

ინციდენტის შედეგად საქართველოს ელჩი არ დაშავებულა. მოგვიანებით დიპლომატიური ჩანთა ერთ-ერთ რაიონში იპოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g