საფრანგეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის საზღვრები დაკეტოს. როგორც BBC წერს, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჟანკასტექსმა განაცხადა.
მისი განმარტებით, შეზღუდვა არააუცილებლობით გამოწვეულ მგზავრობას შეეხება.
ამის გარდა, ადგილობრივმა მთავრობამ გადაწყვიტა წესები გაამკაცროს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვისაც. ამ შემთხვევაში მოქალაქეებს მოუწევთ. PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა. ეს წესი მანამდე საფრანგეთში მხოლოდ საზღვაო და საჰაერო გზით შემავალ მგზავრებს ეხებოდა, ხვალიდან კი სახმელეთო მგზავრობაზეც გავრცელდება.
ჟან კასტექსმა ასევე განაცხადა, რომ სამგზავრო შეზღუდვების გარდა, ქვეყანაში დაიხურება დიდი არასასურსათო სავაჭრო ცენტრები. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საიდუმლო წვეულებებისა და უკანონოდ გახსნილი რესტორნების წინააღმდეგ პოლიცია მტკიცე ზომების მიიღებს.
French PM Jean Castex has announced that France is to close its borders to all countries outside the EU from Sunday. However, I can confirm that this does NOT apply to hauliers, so trade will continue to flow smoothly.
— Rt Hon Grant Shapps MP (@grantshapps) January 29, 2021
