LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში საქართველოს საელჩო საფრანგეთში მცხოვრებ ან მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

ყვითელი ჟილეტების აქცია2

საფრანგეთში საქართველოს საელჩო საფრანგეთში მცხოვრებ ან ტურისტული მიზნით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს. საელჩოს მიმართვა დღეს, პარიზში „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის საპროტესტო აქციას შეეხება.

„შაბათს, 8 დეკემბერს, პარიზსა და საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში დაგეგმილია ე.წ. ყვითელჟილეტიანების საპროტესტო აქციები. გთხოვთ, მოერიდოთ მომიტინგეთა თავშეყრის ადგილებს და თვალყური ადევნოთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გადმოცემულ ინფორმაციას.

საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე: +33783318689“, – ნათქვამია საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g