LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში „ყვითელი ჟილეტების“ მორიგი აქცია გაიმართება

ყვითელი ჟილეტების აქცია

დღეს, საფრანგეთში, მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ რიგით მეექვსე აქცია გაიმართება. საფრანგეთის მასშტაბით სულ 4 ათასი პოლიციელია მობილიზებული, აქედან 1 200 პარიზში.

საპროტესტო აქცია პირველად ჩატარდება ფრანგი მეფეების ისტორიულ რეზიდენციასთან, ვერსალში. ასევე მანიფესტანტები გამოსვლას აპირებენ ტრიუმფალურ თაღთან, ოპერის მოედანთან და დეფანსის რაიონში.

საპროტესტო აქციების ჩატარება ასევე იგეგმება რეგიონებში, კერძოდ, ბორდოში, ლილში, ლიონში, რუანში და ამიენში, ხოლო აღმოსავლეთ პირენეის დეპარტამენტში მანიფესტანტები ესპანეთთან საზღვრის ბლოკირებას გეგმავენ.

აღსანიშნავია, რომ აქციები გრძელდება მიუხედავად იმისა, რომ ემანუელ მაკრონმა რიგი სოციალურ-ეკონომიკური ზომების გატარება დააანონსა. კერძოდ, 100 ევროთი გაიზრდება მინიმალური ხელფასის ოდენობა და გაუქმდება რიგი გადასახადები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები