LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრთხის შემთხვევაში, რუსეთი იარაღს ამერიკასაც დაუმიზნებს – პუტინი

184
Capture-6

“თუ ვაშინგტონი საშუალო სიშორის რაკეტებს განათავსებს ევროპაში, საფრთხის შემთხვევაში, რუსეთი იარაღს ამერიკასაც დაუმიზნებს, – ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის პარლამენტის ორივე პალატის წინაშე ყოველწლიური სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ადრეც ვთქვი და გავიმეორებ, რომ რუსეთი არ აპირებს ევროპაში ამგვარი რაკეტების განთავსებას.თუმცა,თუ აშშ-ს ევროპაში ასეთი რაკეტების განთავსების გეგმები აქვს, ეს მკვეთრად გაამწვავებს სიტუაციას საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში და რუსეთისთვის სერიოზულ საფრთხეებს შექმნის.

მოდი ჯერ დათვალონ    ჩვენი შეიარაღებული სისტემების სისწრაფე და სიშორე აშშ-ში. და შემდეგ გადაწყვეტონ დამუქრება ჩევნი ქვეყნის მისამართით“, – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა და დასძინა, რომ აშშ-ი  ანტირუსულ პოლიტიკას ატარებს, ხოლო რუსეთი ამერიკასთან კონფრონტაციით არ არის დაინტერესებული და მშვიდობას ესწრაფვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები