LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფულის პოვნის შემდეგ დაკავებული ბიჭი სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

990
safule2

ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც ერთ-ერთ სუპერმარკეტში საფულე იპოვა, პოლიციაში მიიტანა და დააკავეს, სააპელაციო სასამართლომაც პატიმრობაში დატოვა. 

ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც საფულე იპოვა და პოლიციაში მიიტანა, დააკავეს

მე არ ვაპირებ ეს ასე გავატარო, ვიცი, რომ ჩემი დისშვილი ცამდე მართალია.

ინფორმაცია „ფორტუნას“ დაკავებულის ადვოკატმა დაუდასტურა.

დაკავებულის დეიდა ნუკი არველაძე აცხადებს, რომ მოსამართლე პაატა სილაგაძემ საჭიროდ არ მიიჩნია მომზადებული არგუმენტების მოსმენა და პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება დატოვა ძალაში.

„არ ვაპირებ გავჩერდე და თაღლითი აზარტული მოთამაშე ირანელის ჩვენების საფუძველზე უსამართლოდ დაპატიმრებული ადამიანი მსხვერპლად შევწირო უსამართლობას! გავაკეთებ ყველაფერს, იქნება ეს მორიგი გასაჩივრება, შემხვედრი სარჩელი, აქცია პროკურატურასთან თუ სტრასბურგი! კარგი და კეთილი საქმე მადლობის ნაცვლად პატიმრობით არ უნდა ისჯებოდეს!“ – აცხადებს ნუკი არველაძე.

შეგახსენებთ, ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც საფულე იპოვა და პოლიციაში მიიტანა, დააკავეს. ნივთის მფლობელმა ირანელმა თქვა, რომ საფულეში ფული ჰქონდა, რაც დაბრუნების მერე იქ ვეღარ იპოვა, ეს კი პროკურატურისთვის დაკავების მიზეზი აღმოჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g