ერთი კვირის განმავლობაში საგადასახადო სამართალდარღვევის 910 ფაქტი გამოავლინა.
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა ქვეყნის მასშტაბით კონტროლი 21 მარტიდან 27 მარტის ჩათვლით ჩაატარა.
მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებმა შეამოწმეს 8 184 გადამხდელი და გამოავლინეს შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 106 შემთხვევა; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 74 შემთხვევა; მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 730 შემთხვევა.