LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგადასახადო შეღავათები აგროტურიზმისა და ღვინის ტურიზმის სტატუსის მქონე პირებს – რა ცვლილებებს გეგმავს პარლამენტი 

115
ღვინო ვენახი ყურძენი

აგროტურიზმისა და ღვინის ტურიზმის სტატუსის მქონე პირებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები „საგადასახადო კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

პროექტის თანახმად, შეღავათები შეეხება მხოლოდ იმ პირებს, რომელთა წლიური შემოსავალი 500 000 ლარს არ აღემატება. საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან კი თავისუფლდება აგროტურისტული და ღვინის ტურისტული საქმიანობების სუბიექტების საქმიანობის ფარგლებში პირის მიერ მიღებული შემოსავალი და გაცემული ხელფასი, შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან ათი კალენდარული წლის განმავლობაში.

კანონპროექტის ინიციატორები დეპუტატები დავით სონღულაშვილი, ელგუჯა გოცირიძე, ისკო დასენი, ირაკლი კირცხალია, ირმა ზავრადაშვილი, გელა სამხარაული, ანტონ ობოლაშვილი და ბეჟან წაქაძე არიან. კანონპროექტის ამოქმედების ვადად 2025 წლის პირველი ივლისი განისაზღვრება.

წყარო: 1tv.ge