LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგამოძიებო კომისიამ ყველა ის საჩივარი უნდა გამოითხოვოს, რომელზეც ოპოზიცია აცხადებს, რომ საარჩევნო კომისიამ და სასამართლომ არ განიხილა: სოზარ სუბარი

61
სუბარუ

”ქართული ოცნების” დეპუტატი, სოზარ სუბარი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ახალი ინიციატივით გამოვიდა. პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ არჩევნებთან დაკავშირებული ყველა ის საჩივარი გამოითხოვოს, რომელზეც ოპოზიცია აცხადებს, რომ საარჩევნო კომისიამ და სასამართლოებმა არ განიხილა.

”ყველა ამ საჩივრის გამოთხოვა შეიძლება. საზოგადოებას ვეტყვით პასუხს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ საჩივარი დაწერილი იყო ან არაუფლებამოსილი პირის მიერ ან ერთი და იგივე საჩივარი შეტანილი იყო ხუთი სხვადასხვა პირის მიერ, რათა რაოდენობა გაზრდილიყო. ეს მართლა ასეა თუ, რეალურად საფუძველი ჰქონდა ამ საჩივრებს და სასამართლომ არ მიიღო. საზოგადოებისთვის იმ არგუმენტების წარდგენა, თუ სად არის სიმართლე მარტივად შეიძლება. საგამოძიებო კომისიამ ასეც უნდა გააკეთოს”. – განაცხადა, სუბარმა.

ბიუროს გადაწყვეტილებით, 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, პარლამენტის დადგენილების პროექტი უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში აისახა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები