პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდეს.
“ყველაფერი შესაძლებელია. ყველაფერი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დინამიკაზე იქნება დამოკიდებული. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. სახელმწიფოს ამოცანაა ადამიანების ჯანმრთელობა”, – განაცხადა 112-ის ცენტრში მისულმა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბარში.
შეგახსენებთ, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს ერთი თვის ვადით გამოცხადდა.
30 მარტიდან კი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა, ხოლო 21:00 საათიდან 00:06 საათამდე კომენდანტის საათი მოქმედებს.