49+1 საარჩევნო უბნის მონაცემების მიხედვით, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში საგარეჯოს საარჩევნო ოლქში კოალიცია “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი თამარ ხიდაშელი ლიდერობს. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ხიდაშელს ხმა 7540-მა ამომრჩეველმა მისცა, რაც 49.5 %-ს შეადგენს.
მეორე ადგილზე – 45,83 %-ით (6981 ხმა) “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილია, შემდეგი პოზიციები კი ასე ნაწილდება: მიხეილ ანდღულაძე – 1,81 %, გიორგი დავითაია – 2.35 % და ზურაბ ჯორბენაძე – 0,49 %.
საგარეჯოში სულ 50 საარჩევნო უბანია.