LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დრო საკმარისი არ არის, თავს ნუ მოვიტყუებთ“ – „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დირექტორი

510
BeFunky-collage - 2023-08-01T230531.027

„ამ პროცესში გადამწყვეტი პასუხისმგებლობა აქვს „ქართულ ოცნებას“, სწორედ მას შეუძლია მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება და დეპოლარიზაციის დასრულება. ეს პრიორიტეტი არის შესასრულებელი. ჩვენ ამ პერიოდში გაუმჯობესება არ გვინახავს. უნდა დასრულდეს მტრული რიტორიკა და მოწინააღმდეგის მტრად გამოცხადება ორივე მხრიდან“ – განაცხადა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დირექტორმა.

თამარ ხიდაშელმა გადაცემაში „დღის თემა“ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ რიგით მეხუთე შეფასების დოკუმენტზე ისაუბრა, რომელიც 12 რეკომენდაციის შესრულებას ეხება.

ხიდაშელი ამბობს, რომ პროცესში ოპოზიციის როლი მნიშვნელოვანია, თუმცა გადამწყვეტი როლი სწორედ მმართველ გუნდს აქვს. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დარჩენილი დრო რეფორმების გასატარებლად საკმარისი არ არის.

„ეს დრო საკმარისი არ არის. თავს ვერ მოვიტყუებთ, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან მტრული რიტორიკის დასრულება იქნებოდა ძლიერი სიგნალი ევროკავშირისთვის, რომ ქვეყანა ნამდვილად მყარად დგას ევროინტეგრაციის გზაზე“ – განაცხადა თამარ ხიდაშელმა გადაცემაში „დღის თემა“.

„ღია საზოგადოების ფონდის“ ლიდერობით, 9 საზოგადოებრივი ორგანიზაცია რეგულარულად აფასებს საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირის 12 პირობის შესრულების მდგომარეობას. მათ მოამზადეს რიგით მეხუთე შეფასების დოკუმენტი – სტატუსმეტრი, რომელიც 2023 წლის 20 ივნისიდან 1 აგვისტომდე პერიოდში არსებულ მდგომარეობას ასახავს.

ამასთან, დოკუმენტი გაგვაცნობს იმ ნაბიჯებს, რაც ხელისუფლებამ უნდა გადადგას იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.მოცემულ პერიოდში, სრულად შესრულებულია ევროკავშირის ერთი პირობა, მეტწილად შესრულებულია ორი პირობა, ნაწილობრივ შესრულებულია შვიდი პირობა და ჯერ კიდევ შესასრულებელია ორი პირობა (დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია)”, – ნათქვამია სტატუსმეტრში.

სტატუსმესტრის წინა ანგარიშებმაც ცხადყო, რომ სამოქალაქო საზოგადოების შეფასებები დიდწილად თანხვედრაშია ევროკავშირის მიერ 2023 წლის 22 ივნისს წარმოდგენილ ზეპირ შუალედურ შეფასებასთან. პირობების შესრულების კუთხით, 2023 წლის 20 ივნისიდან 1 აგვისტომდე პერიოდში მცირე პროგრესი შეიმჩნევა დამოუკიდებელი მედიისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მიმართულებებით.

პირველ კონტექსტში, პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა, მეორე მხრივ კი, რიგი კანონპროექტების შემუშავების პროცესში, ხელისუფლებამ სამოქალაქო საზოგადოების გარკვეული რეკომენდაციები გაითვალისწინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები