საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღალოს მოსახლეობას ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება.
როგორც ”ფორტუნას” შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან” აცნობეს, კომპანიას „რუსთავი-თელავი-ჟინვალის“ მაგისტრალური გაზსადენის კმ.ნ. 48-ზე დაგეგმილი აქვს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოები, რის გამოც 13 ოქტომბერს 08:00 საათიდან 14 ოქტომბრის 08:00 საათამდე სოფელ იორმუღალოს მოსახლეობას ბუნებრივი გაზი არ მიეწოდება.
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ შექმნილი ვითარების გამო ბოდიშს უხდის მოსახლეობას.