LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეჯოში ავარიას 32 წლის უცხო ქვეყნის მოქალაქე ემსხვერპლა – დაშავდა 7 პირი

279
ავარია მანავთან

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ავარიას უცხო ქვეყნის მოქალაქე ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს, სოფელ მანავთან მოხდა.

თვითმხილველების თქმით, ბაკურციხიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი „ჰონდას“ მარკის მანქანა მოცურების შედეგად ჯერ მსუბუქ მანქანას, შემდეგ კი მიკროავტობუსს შეეჯახა.

შეჯახების შედეგად 32 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავდა 7 მგზავრი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები