LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეჯოში ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის და ძალადობის ფაქტზე დაკავებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

196
Untitled design (2)

საგარეჯოში, ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის ფაქტზე დაკავებულ პირს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

საგარეჯოში ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის და ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ვერიკო ზათიაშვილმა ბრალდების შუამდგომლობა და არგუმენტები გაითვალისწინა და დაკავებულ მამუკა შაქარაშვილს პატიმრობა შეუფარდა.

პროკურორის განცხადებით, ბრალდებული არის ძალადობისკენ მიდრეკილი პირი, რაც კარგად ჩანს გავრცელებულ ვიდეოკადრებში, მისივე თქმით, ამიტომ არსებობს ვარაუდი, რომ ის ჩაიდენს ხელახალ დანაშაულს, ეცდება მტკიცებულებების განადგურებას და მოწმეებზე ზემოქმედებას.

სასამართლო პროცესზე დაკავებულმა განაცხადა, რომ პროკურორს არ ეთანხმება და თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს, რადგან დაპირისპირების დროს, მედიასაშუალებებმა მისი პროვოცირება მოახდინეს და გამოიწვიეს.

ცნობისათვის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მ.შ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე და 126-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დააკავეს, რაც ძალადობასა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს.

უწყების ცნობით, რეპორტაჟზე მუშაობის დროს, ბრალდებულმა მ.შ.-მ, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, ჟურნალისტს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე, ჟურნალისტებს აგრესიული ქცევით არ მისცა საქმიანობის განხორციელების და სიუჟეტის ჩაწერის საშუალება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g