LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეჯოში მეფრინველეობის ახალი საწარმო ამოქმედდა

62

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეფრინველეობის საწარმო – „შპს ახალი ქართული პროდუქტი“ „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა.

შპს „ახალი ქართული პროდუქტის“ მეფრინველეობის ფერმაში 10 000 ფრთა ქათამია, რომელიც ყოველდღიურად 8000 -დან 10 000 -მდე კვერცხს აწარმოებს. საწარმოში 14 ადამიანია დასაქმებული. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება.

აღნიშნული საწარმო 2016 წელს გაიხსნა. კომპანია „შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის“ ბენეფიციარია.

საწარმოში ჯამურად 100 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 70 000 აშშ დოლარს შეღავათიანი აგროკრედიტი შეადგენს, ხოლო 30 000 აშშ დოლარი ბენეფიციარის საკუთარი ინვესტიციაა.

საწარმო „შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის“ მენეჯერმა გიორგი ჯიბლაძემ, კახეთის გუბერნატორის მოადგილესთან ირაკლი შიოშვილთან ერთად დაათვალიერა.

2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს ახალი საწარმოების შექმნის მიზნით.

პროექტების ფარგლებში შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის.

ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 700 -ზე მეტი მოქმედი და 154 ახალი საწარმო. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში – სწრაფი განვითარებისთვის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g