საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.სოფელ თოხლიაურთან ერთმანეთს „ვოლცვაგენის“ და „პორშეს“ მარკის ავტომობილები შეეჯახა.
ავარიის შედეგად 35 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ორი მძიმედ დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები და პირველადი დახმარება უტარდებათ.
შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ სამაშველო სამსახურის ჩარევა გახდა საჭიროა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.