ესპანეთის სამეფოს ქალაქ ბარსელონაში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით ქ. ბარსელონაში საქართველოს საკონსულოში მოქმედებს ცხელი ხაზი: +34687661274 – ამის შესახებ განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
გარდა ამისა, 24 საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: (+995 32) 294 50 50.
“საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან ბარსელონაში მოვუწოდებთ მაქსიმალურ კოორდინაციაში იყვნენ საქართველოს საკონსულო დაწესებულებასთან და გაითვალისწინონ ადგილობრივი პოლიციის რეკომენდაცია”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.