საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა დროებით რწმუნებულთან, ემი დიაზთან.
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობას ემი ვ. დიაზი შეასრულებს
ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
„მხარეებმა ისაუბრეს მომავალ ნაბიჯებზე და დაადასტურეს ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მზაობა“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
