LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

sagareo-saqmeta-saministro-e1543391223858

საზღვარგარეთ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 39 ქვეყანაში გახსნილ 55 საარჩევნო უბანში ჩატარდება. საქართველოს საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების საარჩევნო პროცესში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, უცხოეთში გახსნილი საარჩევნო უბნები 8-დან 24 საათამდე იმუშავებს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ მცხოვრებ ამომრჩევლებს მოუწოდებს, რომ გადაამოწმონ საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნების მისამართები https://map.cec.gov.ge-ზე.

“გაითვალისწინეთ, რომ ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ იმ ქალაქში, სადაც თქვენი საარჩევნო უბანია განთავსებული. დაუშვებელია არჩევნებში მონაწილეობის დელეგირება, ანუ სხვა პირის ნაცვლად ხმის მიცემა.ხმის მიცემა ვერ განხორციელდება საქართველოს მოქალაქის პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე. აუცილებელია ხმის მიცემის დროს წარმოდგენილი იყოს საქართველოს მოქალაქის ვადიანი პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი ვადიანი მოწმობა. საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ შესაბამის ქვეყანაში საელჩოს/საკონსულო სამსახურის ცხელ ხაზს,”- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია. ამომრჩევლებს არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატს შორის მოუწევთ.

28 ნოემბერი, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საქართველოში უქმე დღეა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g