LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეო საქმეთა სამინისტრო – სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეები უსაფრთხო ადგილას იქნენ გადაყვანილი, საიდანაც მათი ევაკუაცია განხორციელდება

116
DisplayImage

სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ქალაქ ხარტუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მეტად უსაფრთხო ადგილას იქნენ გადაყვანილი, საიდანაც განხორციელდება მათი შემდგომი ევაკუაცია.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყების და დამსაქმებელი კომპანიის ერთობლივი მუშაობით მოხერხდა ცხელი წერტილიდან, სადაც მუდმივი შეტაკებები მიმდინარეობს, საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანა.

“ამჟამად მოქალაქეები იმყოფებიან ქალაქის უსაფრთხო ნაწილში. უწყება აგრძელებს მუშაობას მათი სუდანიდან სრული ევაკუაციისთვის”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g