2015 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 14%-ით შემცირდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, 2015 წლის იანვარ-ნოემბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 8892 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 14 %-ით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 2019 მლნ. აშშ დოლარი იყო (23 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 6873 მლნ. აშშ დოლარი (11 პროცენტით ნაკლები).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-ნოემბერში 4854 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 55% შეადგინა.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 24 დეკემბერს გამოაქვეყნებს.
