LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2%-ით შემცირდა

69

იანვარ-თებერვალში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2%-ით შემცირდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საგარეო-სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 1413 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2 პროცენტით ნაკლებია.

აქედან, ექსპორტი 281 მლნ. აშშ დოლარი იყო (13 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1133 მლნ. აშშ დოლარი (1 პროცენტით მეტი).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-თებერვალში 852 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 60 პროცენტი შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g