LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეო სავაჭრო ბრუნვა 22%-ით გაიზარდა

105

2018 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 786.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 22.2 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 961.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (22.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2 824.8 მლნ. აშშ დოლარი (22.3 პროცენტით მეტი). აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-აპრილში 1 863.5 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.2 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 21 მაისს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g