LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეო უწყება: რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლა, მოსკოვის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების მორიგი უხეში დარღვევაა

142
საგარეო

საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ვოლოდინის ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ჩასვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, აღნიშნული ფაქტი მოსკოვის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების მორიგ უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ვოლოდინის ჩასვლას ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, რაც წარმოადგენს მოსკოვის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების მორიგ უხეშ დარღვევას, სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობის ხელყოფის პოლიტიკის გაგრძელებას და საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უგულებელყოფის მორიგ ფაქტს.“– ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი ე.წ. ოფიციალური ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ ჩავიდა.

გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, „ვიაჩესლავ ვოლოდინი, აფხაზეთში სახელმწიფო სათათბიროს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რესპუბლიკის პრეზიდენტს ასლან ბჟანიას შეხვდა“.

ამავე თემაზე:

„მეათეხარისხოვანია იმასთან შედარებით, რაც სააკაშვილმა, პუტინმა და მედვედევმა ჩაიდინეს საქართველოსთან მიმართებით“ – ვოლსკი რუსეთის დუმის დეპუტატის აფხაზეთში ჩასვლაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g