LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეო უწყების განცხადებით, კასიანოვი უწყებაში მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებისთვის დაიბარეს

136
საგარეო

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრი კასიანოვი უწყებაში მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებისთვის დაიბარეს.

როგორც „ფორტუნას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, კასიანოვთან შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობის, ასევე სხვა საკითხები განხილული არ იქნება.

„დაბარებულია სამინისტროში მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებისთვის. ორმხრივი ურთიერთობის სხვა საკითხები ამ შეხვედრაზე მასთან განხილული არ იქნება.“ – აცხადებენ სამინისტროში.

კასიანოვი უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციაზე – ძალიან დიდი გაუგებრობა ჩნდება, როდესაც რაღაც ციტატებს კონტექსტიდან იღებთ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები