LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეო ვალთან დაკავშირებით, ქვეყანას აქვს დიდი პროგრესი – ფინანსთა მინისტრი 

41
ლაშა ხუციშვილი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის თქმით, საგარეო ვალთან დაკავშირებით, ქვეყანას აქვს დიდი პროგრესი და მიმდინარე წელს საგარეო ვალი ჩამოსცდება 40%-იან ნიშნულს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, აქამდე ქვეყნის საგარეო ვალმა 60%-იან ნიშნულს გადააჭარბა.

„როგორც იცით, საგარეო ვალის მოცულობა, რომელმაც გადააჭარბა 60%-იან ნიშნულს, გასულ წელს და უკვე მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად მოხდა მისი შემცირება. მიმდინარე წელს საგარეო ვალი ჩამოსცდება 40%-იან ნიშნულს და დაახლოებით 39,5%-ის ფარგლებში იქნება. დაახლოებით 20 პროცენტული პუნქტით იქნება შემცირება, რაც ნიშნავს იმას, რომ მნიშვნელოვნად მოხდა ამ მიმართულებით კონსოლიდაცია“, – განაცხადა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

ფინანსთა მინისტრი მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელსაც შეეხო.

„რაც შეეხება მოგების გადასახადს, აღსანიშნავია ის, რომ მომდევნო წელს საფინანსო სექტორს არ შეეხება მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი. ამის დანახვა წარდგენილი ბიუჯეტიდანაც შესაძლებელი იყო. ბუნებრივია, ფისკალური ეფექტი ამას საკმაოდ მნიშვნელოვანი აქვს შემცირების მიმართულებით. ასეთი ტიპის შემცირება ბიუჯეტში მოგების გადასახადში ასახული არ გვაქვს. მომდევნო წელს არ იქნება გადასული სექტორი მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურ მოდელზე, ანუ განაწილებული გადასახადის მოდელზე. ხოლო ის, თუ როგორი იქნება სექტორის გრძელვადიან ნაწილში დაბეგვრის პოლიტიკა, ამას მოგვიანებით გავიგებთ“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები