მაღაზია ”თანამედროვე სტილი” მომხმარებელს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის განახლებულ კოლექციას სთავაზობს. მაღაზიაში წარმოდგენილია ტანსაცმელი, აქსესუარები და ფეხსაცმელი.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მაღაზიის მენეჯერმა თიკა მამალაძემ აღნიშნა, ”თანამედროვე სტილი” 15 წელია, რაც ქართულ ბაზარზეა და კოლექციები მუდმივად ახლდება.
”ჩვენს მაღაზიაში პროდუქციის ფასები 30 ლარიდან იწყება. ტანსაცმელი, აქსესუარები და ფეხსაცმელი ჩინეთიდან, თურქეთიდან და იტალიიდან ჩამოგვაქვს”, – განაცხადა მამალაძემ.
მაღაზია ”თანამედროვე სტილი” აბაშიძის 43/9- ში მდებარეობს და ყოველ დღე 11:00 დან 20:00 საათამდე მუშაობს.