მთელი მიმდინარე სეზონი დედოფალი ლეტიცია აქტიურად იყო დაკავებული ოფიციალური შეხვედრებით. ამ დროის მანძილზე მის გარდერობში ვნახეთ აქამდე უცნობი ბრენდების ულამაზესი სამოსი და მათ შორის, ვინტაჟური კაბების გასაოცარი კოლექცია. ამჯერად ესპანელი მონარქი საგაზაფხულო სამოსზე გადაერთო და მორიგი ოფიციალური ვიზიტის დროს კვლავ გააოცა მოდის კრიტიკოსები.
ესპანელი მონარქი ამჯერად მუქი ლურჯი ფერის ჟაკეტში იყო გამოწყობილი, ანსამბლს კი ლეტიციამ ტყავის ლეგინსები და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა.
შიფონის კაბა ბაფთითა და ყვავილებით – ახალი კაბა დედოფალ ლეტიციას საგაზაფხულო გარდერობიდან
ფოტო: დედოფალი ლეტიცია „მანგოს“ 30 ევროიან სადა კაბაში გამოჩნდა