Crowne Plaza Borjomi მომხმარებელს 3-დან 8 მარტის ჩათვლით სპეციალურ პაკეტს სთავაზობს. მსურველს შესაძლებლობა ექნება 1-4 ღამით დაჯავშნოს ნომერი და მიიღოს საჩუქარი.
ერთი ღამით ნომრის ღირებულება 120 დოლარია და (ფასში შედის საუზმე და დღგ) მის ფარგლებში მომხმარებელი ასევე მიიღებს 30%-იან ფასდაკლებას სპა მომსახურებაზე.
ორი ღამით ნომრის დაჯავშნის შემთხვევაში კი კლიენტი ისარგებლებს ზემოთხსენებული ფასდაკლებითა და “4 Senses lounge” -ით. რაც შეეხება ნომრის სამი ღამით დაჯავშნას, ამ შემთხვევაში მოქმედებს ზემოთხსენებული ფასდაკლება + კანაპე და ერთი ბოთლი ღვინო საჩუქრად.
4 ღამით კი – ზემოთხსენებული ფასდაკლება + გამზადებული ლანჩი (ლანჩ ბოქსი) პიკნიკისთვის გოგირდის აბანოებზე.
Crowne Plaza Borjomi პირველი სასტუმროა საქართველოში Crowne Plaza-ს ბრენდის ქოლგის ქვეშ და მეორე IHG-ის პორტფოლიოს ბრენდებიდან.