LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგურამოში მინი-ქალაქი 4 წელიწადში აშენდება

1686

საგურამოში მინი-ქალაქი ”საგურამოს ბაღები”  4 წელიწადში აშენდება და ის 35 ჰექტარზე განთავსდება. ამ ეტაპზე ქალაქის სამშენებლო სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა, თუმცა აღნიშნული ტერიტორიის მოწესრიგება და მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. პროექტი  ქართულ- არაბული მხარეების ურთიერთთანამშრომლობით შემუშავდა და მას ქართული საინვესტიციო კომპანია Georgian Ventures & Investment (GVI) და არაბული უძრავი ქონების კომპანია Salim Ali Al Shamsi ახორციელებენ.

როგორც ”ფორტუნას” ქართულ  საინვესტიციო კომპანიაში განუმარტეს, პროექტის საინვესტიციო მოცულობა ამ დროისთვის კონფიდენციალურია, თუმცა საგურამოს მინი-ქალაქი იქნება მეგა პროექტი. მათივე ინფორმაციით,  ”საგურამოს ბაღები”

saguramoსაცხოვრებელ კორპუსებს, ვილებს, კოტეჯებს, სამედიცინო ცენტრს, 4-ვარსკვლავიან საკურორტო სასტუმროს, საკურორტო ცენტრს, დასასვენებელ პარკს, გოლფის მინიმოედანს, სხვადასხვა სპორტულ ინფრასტრუქტურას, სავაჭრო ცენტრებს, კაფეებს, რესტორნებს, პატარა ტბებისა და ხილის ბაღების მქონე პარკს გააერთიანებს. აქვე განთავსდება საქორწინო დარბაზიც.

არსებული ინფორმაციით, საგურამოს  მინი-ქალაქი ძირითადად, ახლო აღმოსავლეთიდან და ევროპიდან კლიენტების მოზიდვაზე იქნება ორიენტირებული. ქალაქში ჯამში 5 ათასი ადამიანი  იცხოვრებს.

შეგახსენებთ, ინფრასტრუქტურული სამუშაოები საგურამოში 2016 წლის აპრილში დაიწყო. პროექტის ოფიციალური პრეზენტაცია კი  დუბაიაში მიმდინარე წლის მაისში გაიმართა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები