სირიის იდლიბის პროვინციაში საჰაერო იერიშები გრძელდება. მეამბოხეების მიერ რუსული სუ-25 ტიპის თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ, რუსეთის ავიაციამ პროვინციაში ინტენსიური დაბომბვები დაიწყო.
რამდენიმე ქალაქზე განხორციელებული იერიშების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 6 ადამიანი, რამდენიმე ათეული კი – დაშავდა. დანგრეულია საცხოვრებელი სახლები.
ერთ-ერთი ჭურვი ადგილობრივ საავადმყოფოს დაეცა. მაშველებმა კლინიკის სამშობიარო განყოფილებიდან ახალშობილების ევაკუაცია განახორციელეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას უარყოფს და აცხადებს, რომ ავიაიერიშების სამიზნე ისლამისტი მებრძოლების პოზიციებია.